მძღოლის ფული აღარ მაქვს, ცოლს უნდა ვთხოვო სამსახურში მატაროს -  სანქცირებული რუსი ბიზნესმენი

სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, პეტრე ავენი  Financial Times- თან ვრცელ ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაწესებულ სანქციებზე საუბრობს. 

„ალფა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სანქციების გამო ძალიან გაუჭირდა და ახლა 30 წლიანი ბიზნესი წყალში ეყრება.

„ბიზნესი სრულად გამინადგურდა, რასაც 30 წელი ვაშენებდი, წყალში ჩაიყარა. ახალი ცხოვრება როგორ დავიწყო? მძღოლისა და და დამლაგებლის ფული აღარ მაქვს, მანქანის მართვა არ ვიცი, ცოლს ან გერს უნდა ვთხოვო, სამსახურში მატარონ. არ ვიცი, ასე როგორ გაგრძელდება“,– ამბობს ავენი.

„ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ავენის ქონება $5 მილიარდად იყო შეფასებული. ახლა ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობს და მისი ყველა ანგარიში დაყადაღებულია. 

რუსი მეწარმე და „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან აცხადებს, რომ სანქციების გამო ანგარიშების გაყინვის და საბანკო ბარათების დაბლოკვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ასევე წაიკითხეთ 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის